რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლტავის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა

სამაშველო სამუშაოები პოლტავაში
Meduza

ბოლო მონაცემებით პოლტავაში რუსული იერიშის შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა.

მონაცემებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. გარდა ამისა, დაშავებულია 297 ადამიანი. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 5 ადამიანი იმყოფებოდეს.

3 სექტემბერს რუსეთმა პოლტავაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად განადგურდა კავშირგაბმულობის ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. დაღუპულთა რაოდენობის გათვალისწინებით, პოლტავის დაბომბვა ომის დაწყების დღიდან ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი რუსული იერიშია.

რუსულ დაბომბვას მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

"პოლტავაზე რუსული იერიშის ანგარიში მივიღე. ამ დროის მონაცემებით გამოყენებული იყო 2 ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც სასწავლო დაწესებულებას და ახლომდებარე საავადმყოფოს დაეცა. ნაწილობრივ განადგურდა კავშირგაბმულობის ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. ადამიანები ნანგრევების ქვეშ მოექცნენ".

კომენტარები