ამინდის პროგნოზი

მოსალოდნელია წვიმა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე შტორმი - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული საგენტო მოსახლეობას საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების  შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობით, 4 სექტემბრის დღის ბოლოდან, 6 სექტემბრის ჩათვლით, რეგიონებში მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლოა საქართველოს პატარა მდინარეებზე გამოიწვიოს წყალმოვარდნები.

რაც შეეხება გორაკ-ბორცვიან, მთიან ზონებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, შესაძლოა გააქტიურდეს მეწყერულ-ღვარცოფული პროცესებიც.

"4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები