გამოცემა Reuters-ს საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ განუცხადა, რომ გერმანია აპირებს, უკრაინას დაპირებული IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს.
გავრცელებული ცნობებით, 4 ერთეული უკრაინას უკვე გადაეცა, კიდევ ორს უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს, ხოლო დანარჩენი 6-ის გადაცემა მომდევნო ეტაპზე იგეგმება.
13 მაისს ბერლინმა უკრაინისთვის დახმარების €2.7 მლრდ-ის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელშიც შედიოდა 18 ჰაუბიცა, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, 4 IRIS-T SLM ტიპის საზენიტო რაკეტა და 12 IRIS-T SLS გამშვები. ამას გარდა, პაკეტი მოიცავს 30 Leopard 1A5-ის ტიპის ტანკს, 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ს, ჯავშანტექნიკასა და სადაზვერვო თვითმფრინავებს.
გერმანიის მთავრობას ასევე ნათქვამი აქვს, რომ მიმდინარე და მომდევნო წლებში უკრაინას ჯამში 28 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.