ინფლაცია დაქართველოში

სურსათი და უალკოჰოლო სასმელი გაიაფდა, სასტუმრო-კაფე-რესტორნები გაძვირდა, ინფლაცია 1%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.1%-ით შემცირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 1% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 0.2%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 4.5%-ით გაიზარდა. განათლება 3.8%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.3%-ით, ტრანსპორტი - 7.4%-ით, ხოლო ჯანდაცვა - 1.1%-ით.

საქსტატის ცნობითვე, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 12.7%-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 3.8%-ით გაიაფდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი - 2.6%-ით, ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 1.3%-ით, დასვენება-გართობა-კულტურა კი - 1.5%-ით.

კომენტარები