ხომ გახსოვთ როგორი დრაივი იყო, როგორი ავტორიტეტი ჰქონდა საქართველოს, როგორ წინ მივიწევდით. აი, თქვენ, ვისაც ეს გახსოვთ, თითოეული თქვენგანი მინდა იცოდეთ, რომ უნდა გახდეთ დიდი ცვლილებების ელჩი. მე არ მოვუწოდებ არავის წარსულში დაბრუნებას, ჩვენი ამოცანაა ყველამ ერთად ვიაროთ ძალიან სწრაფად წინ იმიტომ, რომ ისინი გვაბრუნებენ ჩვენ წარსულში. მე არ გაბრუნებთ არც იმ 9 წელიწადში, რადგან ის 9 წელიწადი იყო ძალიან საამაყო, მაგრამ ახლა სხვა გამოწვევებია, ახლა სულ სხვა რაღაცეების მიღწევა გვინდა და ბევრად უფრო დაჩქარებული ტემპით, იმ შეცდომების გათვალისწინებით, რომელიც იყო.
[...] ბატონო მოსამართლე, ერთი რაღაც მინდა გკითხოთ, თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. იცით თუ არა ჟურნალი ეკონომისტი? არ ვიცი, კითხულობთ თუ არა, ეს არის მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ჟურნალი და ამ ჟურნალმა მთხოვა და დავწერე იმაზე ბევრად დიდი ესეი, ვიდრე ახლა გამოსვლა მქონდა. ესე იგი, ეკონომისტს და მთელ მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და თქვენ, ბატონო მოსამართლე, და თქვენს პატრონებს არ აინტერესებს. ისევე, როგორც ვოლ სთრით ჯოურნალს აინტერესებს ჩემი აზრი და აი, ბატონო მოსამართლე, თქვენ არ გაინტერესებთ ხომ ჩემი აზრი.
ვეღარ გამაჩუმებთ, ცოტა ხანი დაგრჩათ, ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. მეგობრებო, გავიმარჯვებთ სახელოვნად. აბა თქვენ იცით და ყველაფერი გამოგვივა.