30 აგვისტოს რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა.
"30 აგვისტოს ღამეს, მტერმა ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 18 შაჰედით უკრაინაზე იერიში მიიტანა. საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 12 დრონი". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
ისკანდერი ოკუპირებული ყირიმიდან გაისროლეს, ხოლო დრონები პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან აფრინდნენ.
საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები ვინიცკის, მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და სუმის ოლქებში ჩამოაგდეს.
სუმის ოლქში დრონებმა იერიში მიიტანეს საწარმოზე. შედეგად გაჩნდა ხანძარი, დაშავდა 9 ადამიანი.
რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.





