გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომართან ავარია მოხდა.
დაშავებულია 2 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი უგონო მდგომარეობაშია.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





