ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მადლობა იმ მუდმივი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელსაც 3 წლის განმავლობაში, გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.
სიტყვები არ არის საკმარისი, ვალენსიას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც ამ არაჩვეულებრივმა საფეხბურთო ოჯახმა და ქალაქმა მომცა. ვალენსიამ არა მხოლოდ ჩემი საფეხბურთო კარიერა, არამედ ჩემი ცხოვრებაც შეცვალა. სამუდამოდ მადლიერი ვიქნები იმ გავლენისთვის, რაც ამ კლუბმა ჩემზე მოახდინა.
ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი გუნდისთვის. ამიტომაც გადავწყვიტე, ვალენსიაში კიდევ ერთი წელი დავრჩე და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო იმისთვის, რომ კლუბმა თავის მიზნებს მიაღწიოს.
ისე, როგორც არასდროს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.





