გიორგი მამარდაშვილი

მამარდაშვილი ლალიგის მარტის საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელობის კანდიდატია

ვალენსიას ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის, ლალიგის მარტის საუკეთესო 23 წლამდე ფეხბურთელობის კანდიდატია. 

23 წლის ქართველი მეკარის გარდა, ნომინაციაზე წარდგენილები არიან: მადრიდის რეალის ფრანგი ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა, ბარსელონას ესპანელი მცველი, პაუ კუბარსი, ვილიარეალის შემტევი ნახევარმცველი, ალექს ბაენა და ბილბაოს ნახევარმცველი, ბენიატ პრადოსი.

გულშემატკივარს თავისი რჩეული ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა ამ ლინკზე შეუძლია. ხმის მიცემის პროცესი 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები