გიორგი მამარდაშვილი

ლივერპული მამარდაშვილის ყიდვას და განათხოვრებას განიხილავს - ფაბრიციო რომანო

გიორგი მამარდაშვილი
Footballnews

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა საკლუბო კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში, ლივერპულში გააგრძელოს.

შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

"ლივერპული გიორგი მამარდაშვილის ვალენსიიდან ყიდვას და შემდეგ მის განათხოვრებას სერიოზულად განიხილავს.

ფინალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, ლივერპულის გადასაწყვეტია, გუნდს შეთანხმების მისაღწევად €30 მილიონზე მეტი ექნება გადასახდელი". – წერს რომანო.

რომანოს თქმით, მამარდაშვილის იჯარით აღებით ბორნმუთა დაინტერესებული, ხოლო წლევანდელ სეზონში ლივერპულის კარს კვლავ ალისონი დაიცავს.

 

კომენტარები