რუსეთ-უკრაინის ომი

ბაიდენი: აშშ უკრაინელების გვერდით იქნება, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
Al Drago / Bloomberg 

გუშინ, 26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასიური საჰაერო იერიში მიიტანა, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი გამოეხმაურა და თქვა, რომ აშშ უკრაინელი ხალხის გვერდით იქნება, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ.

"მე უმკაცრესად ვგმობ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და მის მცდელობებს, რომ უკრაინელი ხალხი სიბნელეში ჩაძიროს. 

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთი ვერასდროს მიაღწევს წარმატებას უკრაინაში და უკრაინელი ხალხის სული არასდროს გატყდება”. - წერია განცხადებაში.
 
აქვე ვკითხულობთ, რომ აშშ აგრძელებს 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობას  უკრაინის მხარდასაჭერად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კოალიცია უკრაინას კრიტიკულად საჭირო სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწვდის. 
 
"უკრაინა რჩება თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერად. უკრაინული ძალები ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სამშობლოსა და თავისუფლების დასაცავად.
აშშ უკრაინელების გვერდით იქნება, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ”. - წერს ბაიდენი.
 
უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, 26 აგვისტოს თავდასხმა ყველაზე მასიური რუსული საჰაერო იერიშია.

კომენტარები