26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 236 საჰაერო თავდასხმის საშუალება გაისროლა, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 102 რაკეტა და 99 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
"2024 წლის 26 აგვისტოს დილას და საღამოს ოკუპანტებმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კომბინირებული მასიური იერიში მიიტანეს. სულ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 236 მფრინავი ობიექტი აღმოაჩინეს: 127 რაკეტა და 109 დრონი.
მტერმა იერიშისას გამოიყენა:
- 3 აერობალისტიკური X-47M2 ტიპის რაკეტა;
- 6 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა;
- 77 ერთეული X-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
- 28 კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
- 3 ფრთოსანი რაკეტა X-22;
- 10 მართვადი საავიაციო რაკეტა X-59/X-69;
- 109 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;
იერიშის მოსაგერიებლად გამოყენებული იქნა ავიაცია, საზენიტო ჯარები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ჯგუფები, რადიოელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები. სულ განადგურებულია 201 საჰაერო ობიექტი, აქედან 102 რაკეტა და 99 დრონი". – წერს საჰაერო ძალების მეთაური მიკოლაი ოლეშუკი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს:
- 1 აერობალისტიკური რაკეტა X-47M2;
- 1 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი;
- 1 ფრთოსანი რაკეტა X-22;
- 99 ფრთოსანი რაკეტა X-101;
- 99 უპილოტო საფრენი აპარატი შაჰედი
უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, 26 აგვისტოს თავდასხმა ყველაზე მასიური რუსული საჰაერო იერიშია.





