ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი 6 ნოემბრიდან ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს.
ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo ტიპის ბორტით იფრენს.
Sky Express-ის გარდა, ათენის მიმართულებით თბილისის აეროპორტიდან Aegean Airways-ი, ხოლო ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizzair-ი დაფრინავს.