საქართველო-საბერძნეთი

საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში გამგზავრებას შეძლებენ

AP

7 თებერვლიდან საქართველო ემატება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ.

საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საბერძნეთში გამგზავრებას, თუ ფლობენ ევროპულ ციფრულ სერტიფიკატს, ან აკმაყოფილებს ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს:

  • ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე;
  • ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში;
  • წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით;
  • წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან 24 საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.

საბერძნეთში გამგზავრებამდე ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს PLF ფორმა.

კომენტარები