Oasis

ჯგუფმა Oasis-მა 15-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგენა დაადასტურა

ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Oasis-ი 15-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა და გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში კონცერტები დააანონსა.

მანჩესტერული ბრიტ პოპ ჯგუფი პირველ ორ კონცერტს 2025 წლის 4 და 5 ივლიის ქალაქ კარდიფში გამართავს. ტურნეს ფარგლებში მომდევნო კონცერტები მანჩესტერში, ლონდონში, ედინბურგსა და დუბლინში გაიმართება.

"იარაღები გაჩუმდნენ. ვარსკვლავები დალაგდნენ. დიდი ლოდინი დასრულდა. მოდით ნახეთ. ეს ტელევიზიით არ გადაიცემა". - წერია Oasis-ის მოკლე განცხადებაში.

BBC-ის ცნობით, ჯგუფი კონცერტებს გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის მიღმაც გამართავს, თუმცა, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები