ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Oasis-ის ყოფილმა წევრებმა, ლიამ და ნოელ გალაჰერებმა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ერთნაირი პოსტებით მედიაში ჯგუფის აღდგენის შესახებ სპეკულაციები გამოიწვიეს.
რამდენიმე წამიანი კლიპი, რომელშიც წარწერა Oasis-ის ლოგოს სტილშია და ჯგუფის ფონტია გამოყენებული, ძმები გალაჰერების სოცლაურ ქსელებში და ასევე, ჯგუფის ოფიციალურ გვერდებზეც გამოქვეყნდა.
კლიპში მხოლოდ თარიღი (27.08.24) და დროა (08:00) მითითებული.
მანჩესტერული ჯგუფის აღდგენის შესახებ ბრიტანულ მედიასა და ბენდის მსმენელებში საუბარი უკვე 15 წელია არ წყდება.
Oasis-ი 2009 წელს პარიზში ფესტივალ Rock en Seine-ს კულისებში ძმებს შორის მომხდარი მორიგი კონფლიქტის შედეგად დაიშალა. არსებობის მანძილზე ჯგუფმა 7 სტუდიური ალბომი გამოუშვა და 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის ასლის გაყიდვა მოახერხა.





