კრიმინალი

"კრიმინალურ ავტორიტეტებს" ეხმარებოდნენ და მოქალაქეებს ემუქრებოდნენ - დაკავებულია 3 პირი

ტაბულა

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ჯგუფურად თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებულ ნ.ბ-ს, 1993 წელს დაბადებულ ტ.ნ-ს და 1998 წელს დაბადებულ რ.ბ-ს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ. დაკავებულები მათი დავალებით, სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხებს სთხოვდნენ, ხოლო უარის მიღების შემდეგ, მოქალაქეების დაშინებას ცდილობდნენ და ქონებას უზიანებდნენ. 

ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.ბ., ტ.ნ. და რ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. 

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 - 181-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.

კომენტარები