რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები

სამაშველო სამუშაოები ქალაქ ლუცკში, 2024 წლის 26 აგვისტო
Unian

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა. ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა გადაყვანილია საგანგებო რეჟიმში, დაღუპულია მინიმუმ 3 ადამიანი.

26 აგვისტოს დილას, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციები.

ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, რუსეთმა რეგიონში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. ასევე დაიბომბა ქალაქი ლუცკი. 

დედაქალაქში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. მოსახლეობის ნაწილი დაბომბვას მეტროში არიდებს თავს.

ენერგეტიკული კომპანია უკრენერგო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

იერიშის შედეგად დაღუპულია 3 ადამიანი. ზაპოროჟიეს, ლვოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

კომენტარები