არჩევნები 2024

რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ქართული ოცნების დელეგატები დაასახელა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესის საბჭოს არჩევნებისთვის ქართული ოცნების დელეგატები წარადგინა. მისი თქმით, დელეგატების წარდგენის საფუძველია მათი "პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, ქვეყნისა და ხალხის სიყვარული".

ბათუმში ქართული ოცნების დელეგატი იქნება საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ქობულეთში - ცოტნე ანანიძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.

"ხელვაჩაურში დელეგატი იქნება მინდია დიასამიძე, საკრებულოს პირველი მოადგილე, რომელმაც კარგად იცის ხელვაჩაურის საჭიროებები და არსებული გამოწვევები;

ქედაში ჩვენი დელეგატი იქნება მამუკა თურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მანამდე ის გახლდათ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

შუახევში დელეგატი იქნება ფრიდონ ფუტკარაძე, მოქმედი მაჟორიტარი და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში;

ხულოში დელეგატი იქნება ვახტანგ ბერიძე, მოქმედი მერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ხულოს წინაშე არსებული გამოწვევები და ის ნამდვილად გახლავთ ამ მუნიციპალიტეტის ძალიან დიდი საყრდენი;

ძირითადი კრიტერიუმები, რის გამოც შეირჩა ეს ხალხი და რაც გახლდათ წარდგენის საფუძველი. არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, ქვეყნის და ხალხის სიყვარული. დარწმუნებული ვარ მათ წარმატებაში. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატებული საარჩევნო კამპანია ვუსურვო“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები