რუსეთი

როსტოვის ოლქში, პროლეტარსკში ახალი ხანძარი გაჩნდა, რომელიც საცხოვრებელ ბინებზე გავრცელდა

МЧС России

რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე პროლეტარსკის დასახლებაში, სადაც თითქმის ერთი კვირაა, ნავთობბაზაზე ცეცხლს ვერ აქრობენ, ახალი ხანძარი გაჩნდა, რომელიც საცხოვრებელ შენობებზე გავრცელდა

ამის შესახებ ინფორმაციასა და კადრებს რუსეთის საგანგებო მდგომარეობების სამინისტრო თავის ტელეგრამ-არხზე ავრცელებს

სამინისტროს ცნობით, ხანძარი მშრალ მცენარეულობას გაუჩნდა, რის შემდეგაც ის საცხოვრებელ შენობებზე გავრცელდა.

რუსული გამოცემის, 161.ru საგანგებო მდგომარეობების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მეხანძრეები ცეცხლს ორ საცხოვრებელ სახლსა და ერთ მშენებარე შენობაში აქრობენ. 

ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც პროკრემლისტური ტელეგრამ-არხი Shot-იც წერს, ახალი ხანძარი ნავთობბაზაზე შექმნილი ხანძრის გამო წარმოიქმნა 

ნავთობის საცავში ხანძარი 18 აგვისტოს დრონების იერიშის შემდეგ გაჩნდა. მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

კომენტარები