ყველაზე დიდი ალმასი

ბოტსვანაში სიდიდით მეორე ალმასი აღმოაჩინეს

ბოტსვანაში სიდიდით მეორე, 2 492-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს. ასევე, ის ყველაზე დიდი ალმასია, რაც უკანასკნელ საუკუნეში აღმოუჩენიათ.

ასეთი ძვირფასი ქვები, როგორც წესი, ვულკანური აქტივობების შედეგად ჩნდება.

ალმასი ახალი, რენტგენის ტექნოლოგიის დამსახურებით აღმოაჩინა კომპანია Lucara-მ. სამთო კომპანიები და ექსპერტები ამბობენ, რომ ამ გამორჩეულ აღმოჩენას ბუნებრივი ალმასის სამთო ინდუსტრიის ბრწყინვალების დაბრუნება შეუძლია. აღმოჩენა, სავარაუდოდ, სტიმული იქნება ბოტსვანასთვისაც, რომლის ეკონომიკაც დიდად არის დამოკიდებული ბრილიანტის ექსპორტზე.

ალმასის ინდუსტრია ბოლო წლებში არამდგრადია, რადგან მას კონკურენციის გაწევა ლაბორატორიებში წარმოებულ ბრილიანტებთან უწევს. ეს საფრთხე განსაკუთრებით მწვავეა ბოტსვანასთვის, რადგან ბრილიანტები ქვეყნის ექსპორტის 80%-ს შეადგენს.

ალმასის ღირებულება ჯერ კიდევ გაურკვეველია და შეფასების პროცესს შესაძლოა თვეები დასჭირდეს.

ის, სავარაუდოდ, გაიყიდება - დაიჭრება პატარა თვლებად და გახდება ძვირადღირებული ბრენდის კოლექციის ნაწილი, როგორც ეს Lucara-ს წინა ორი დიდი აღმოჩენის შემთხვევაში მოხდა. 

კომენტარები