მალაიზია

მალაიზიაში ქალი ტროტუარზე მის ქვეშ წარმოქმნილ 8-მეტრიან ღრმულში ჩავარდა

Kuala Lumpur Fire and Rescue Department

მალაიზიაში, კუალა ლუმპურში ქალი ტროტუარზე მის ქვეშ წარმოქმნილ 8-მეტრიან ღრმულში ჩავარდა. ამჟამად ქალის გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 

პოლიციის თქმით, 48 წლის ქალი ქუჩისპირა სკამზე იჯდა, როცა მის ქვეშ 8-მეტრიანი ღრმული წარმოიქმნა.

კუალა ლუმპურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ცნობით, შემთხვევის შესახებ ზარი ადგილობრივი დროით 08:22 საათზე მიუვიდათ და ადგილზე 15 მეხანძრე გაგზავნეს. 

ადგილობრივი პოლიციის კომისრის თანაშემწის, სულიზმიე აფენდი სულაიმანის თქმით, სამაშველო ოპერაციებში სხვა სამსახურებიც ჩაერთნენ. 

"CCTV-ის ვიდეოს ვნახავთ და მოწმეებისგან ჩვენებებს ავიღებთ, რომ მომხდარის უფრო ნათელი სურათი დავინახოთ". - თქვა სულაიმანმა. 

კომენტარები