სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სომხეთის პრეზიდენტის პრესცენტრი ადასტურებს.
მთავარი განხილვის თემა რუსეთის პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტი იყო. განცხადების მიხედვით, მხარეები უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ "სომხეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხების" განსახილველად.





