უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ოლექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინა კურსკის ოლქში კიდევ ერთ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.
სირსკიმ ამბავი სუმის ოლქში ჩასულ ვოლოდიმირ ზელენსკის, თათბირის მსვლელობისას მოახსენა.
"ვეწვიე სუმის ოლქის სასაზღვრო ხაზს და ჩავატარე თათბირი მთავარსარდალ სირსკისთან". – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სირსკიმ მოახსენა, რომ კურსკის ოლქში კიდევ ერთი რეგიონი უკრაინული ჯარების კონტროლს ქვეშ არის.
თათბირს ასევე დაესწრო სუმის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ვლადიმირ არტიუხი. სამხედროს თქმით, კურსკში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, სუმის ოლქში სიტუაცია გაუმჯობესდა. კერძოდ, შემცირდა რუსული დაბომბვები, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირებოდა.





