21 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთის პრემიერმინისტრს, ლი ციანგს შეხვდა, რომელთანაც რუსეთსა და ჩინეთს შორის მზარდ სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ისაუბრა, იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების პარალელურად უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის.
"ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, ვითარდება წარმატებით [...] იმ ყურადღებას, რომელსაც ორივე მხარეზე მყოფი ქვეყნების მთავრობები უთმობენ სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს, შედეგები მოაქვს". - განაცხადა პუტინმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთსა და რუსეთს ეკონომიკური და სხვა სახის პროექტებისთვის "ფართომასშტაბიანი გეგმები" აქვთ.
თავის მხრივ, ჩინეთის პრემიერმა განაცხადა, რომ "რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა".
ამას გარდა, რუსულ გამოცემებს არ უხსენებიათ, განიხილეს თუ არა უკრაინის საკითხი პუტინმა და ლი ციანგმა.





