ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციის ერთ-ერთი სკოლის თანამშრომელმა კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც სკოლის სამი თანამშრომელი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. ინციდენტი სანსკი მოსტის დასახლებაში მოხდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია რეგიონულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გაგზავნეს.
ამასთანავე, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, დამატებითი დეტალები გამოძიების შედეგად გახდება ცნობილი.





