სამტრედიაში 70 წლის ქალი ცივი იარაღით მოკლეს. ქალი მეზობლის სახლს უვლიდა, როცა თავდამსხმელმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული იდენტიფიცირებულია და მას სამართალდამცავები ეძებენ.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





