რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აკრძალა

უკრაინის რადა
unian.net

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციებისთვის საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაციას სოციალურ ქსელებში რადას დეპუტატები, იაროსლავ ჟელეზნიაკი და რომან ლოზინსკი ავრცელებენ.

"რადამ საბოლოოდ მიიღო უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი". - წერს ჟელეზნიაკი.

ჟელეზნიაკის თქმით, კანონი მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შედის ძალაში. ამასთან, ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის გასაწყვეტად 9-თვიანი ვადა მიეცემათ.

კანონპროექტს მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა, 29 კი - წინააღმდეგ წავიდა.

კომენტარები