რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"მადლობელნი ვართ რუსის წინააღმდეგ ომში ჩვენი გერმანელი მეგობრების ურყევი მხარდაჭერის გამო". - წერს უწყება.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტი, მათ შორის, ერთი IRIS-T SLS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, 14 000 საბრძოლო ვაზნას, 26 დრონსა და 100-ზე მეტ იარაღს მოიცავს.

ამასთან, გერმანიის მთავრობა აცხადებს მიმდინარე და მომდევნო წლებში ჯამში 28 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.

უკრაინის მიერ გერმანული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ "კიევს შეუძლია გამოიყენოს გერმანული იარაღი ისე, როგორც სურს, რადგან ეს შეიარაღება უკრაინისთვის გადაცემისთანავე მათ საკუთრებად იქცა".

კომენტარები