რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დრონი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ჯგუფი
DEFENSE EXPRESS

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 19 აგვისტოს ღამეს განადგურებულია რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 11 დრონი.

"ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ჯგუფების მიერ, 19 აგვისტოს განადგურებულია მტრის მიერ გაშვებული 11 შაჰედი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი". – წერს საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლაი ოლეშუკი.

ოკუპანტებმა დრონები კურსკისა და პრიმორო-ახტარსკის რეგიონებიდან ააფრინეს.

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იერიში მიკოლაევის, ჩერკასის, ვინიცკის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმისა და დონეცკის ოლქებში მოიგერიეს.

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები