რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა 17 აგვისტოს დემოკრატ კამალა ჰარისს რადიკალი და გიჟი სოციალისტი უწოდა, მისი თქმით, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰარისი კიდევ უფრო მარტივი დასამარცხებელი იქნება, ვიდრე დემოკრატების წინა კანდიდატი ჯო ბაიდენი.
შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ამ თემაზე პენსილვანიის შტატში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ტრამპის მხრიდან ასევე გაჟღერდა რამდენიმე პირადი შეურაცხყოფა ჰარისის მისამართით, იმის მიუხედავადაც, რომ ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, მსგავსმა კომენტარებმა შესაძლოა ტრამპის კამპანიას ზომიერი ამომრჩევლის თვალში ზიანი მიაყენოს.
"გსმენიათ მისი სიცილი? ეს არის გიჟის სიცილი" - თქვა ტრამპმა და ასევე დაამატა, რომ ის "მასზე [კამალაზე] ბევრად უკეთ გამოიყურება".
ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი წინასაარჩევნო ტურის ფარგლებში დასავლეთ პენსილვანიაში 18 აგვისტოს, ორშაბათს ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ეროვნული შეკრების დაწყებამდე ჩაატარებს.