რესპუბლიკური პარტია და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის" პარტიების, გირჩი მეტი თავისუფლების, დროას და ახალის საარჩევნო გაერთიანებას, კოალიციას ცვლილებებისთვის შეუერთდნენ. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ხათუნა სამნიძემ და ოქტაი ქაზუმოვმა განაცხადეს.
"მე გადავწყვიტე, რომ ვიყო ისეთ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც შეიძლება დიალოგი, დისკურსია, კამათი, შეთანხმება და ერთობლივად ქვეყნის მართვა ისე, რომ ადამიანი ამ ქვეყანაში იყოს მთავარი ორიენტირი" - თქვა ხათუნა სამნიძემ.
ზუგდიდში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა ორგანიზაციის "აქტივისტები მომავლისთვის" წარმომადგენელმა ოქტაი ქაზუმოვმა. მისი თქმით, ორგანიზაციაში "აქტივისტები მომავლისთვის" შედიან ეთნიკურად აზერბაიჯანელი აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.





