უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე იერიში მიიტანა.
თვითმხილველების თქმით საწარმოს 5 უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა.
იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა დიზელის რეზერვუარებს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონები მოიგერია და ხანძარი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.





