თბილისის მერიის ცნობით, ბაგების დასახლებაში, წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტობუსების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
"მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მუნიციპალური ავტობუსები: N345 და N351, წყნეთის გზატკეცილის N6-ის ნაცვლად, მგზავრებს დროებით კუს ტბის ასახვევამდე მოემსახურებიან.
კუს ტბის ასახვევიდან, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე, მგზავრებს მიკროავტობუსები N449 შემცირებული ინტერვალით მოემსახურება.
მიკროავტობუსები პიკის საათებში სამი, ხოლო დღის განმავლობაში, ხუთწუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. შეზღუდვა კერძო ავტომობილებს არ შეეხება". - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





