საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: საქართველო მაქსიმალურად უახლოვდება EU-ს, უკრაინა და მოლდოვა შორდებიან

რეალურად, თუ რომელიმე ქვეყანა უახლოვდება მაქსიმალურად ევროკავშირს, ეს არის სწორედ საქართველო. სამწუხაროდ, უკრაინაში არის სხვა მდგომარეობა, მოლდოვაში არის სხვა მდგომარეობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, დემოკრატია, კორუფცია და ა.შ. ყველა თვალსაზრისით ეს ორი ქვეყანა უფრო და უფრო მეტად შორდება ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს რეალურად თვისებრივი დაახლოების პროცესი, შინაარსობრივად საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომელიც არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის...

...კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო დღეს არის ყველაზე დემოკრატიული, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოში ტარდება ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოშია ბიზნესი ყველაზე მეტად თავისუფალი და ა.შ. კორუფციისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეს არის მთავარი და არა განცხადებები.

განცხადებები ხან ასეთი კეთდება, ხან ისეთი, ეს განცხადებები შემდეგ იცვლება, პოლიტიკური კონიუნქტურის ამბავია.

საბოლოო ჯამში, მთავარია, შინაარსობრივად რამდენად არის ქვეყანა წელში გამართული და ამ კუთხით საქართველო ყველაზე მეტად არის წელში გამართული კანდიდატ ქვეყნებს შორის. შესაბამისად, როგორც კი გადაივლის ის სირთულეები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი რეგიონი, როგორც კი დასრულდება პირველ რიგში ომი უკრაინაში, მაშინვე მიდგომები შეიცვლება და მაშინვე დაფასდება ის მდგომარეობა, რომელიც არის დღეს საქართველოში ეკონომიკის, დემოკრატიის თუ ნებისმიერი სხვა კუთხით.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

კომენტარები