ილია იაშინი

იაშინი: ნემცოვის მკვლელობის მონაწილის გათავისუფლება ჩემი მეგობრის ხსოვნის დაცინვაა

"ესკერხანოვი ნემცოვის მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას, ახლა ის გაემგზავრება ხალხის დასახოცად უკრაინაში, რომელსაც ბორია იცავდა კრემლის აგრესიისგან... ეს რა თქმა უნდა ჩემი დაღუპული მეგობრის ხსოვნის დაცინვაა. თუმცა, პუტინი საკმაოდ თანმიმდევრულია: ის მასიურად ათავისუფლებს და აიარაღებს ბანდიტებს და მათ საკუთარი ხელისუფლების საყრდენად აქცევს. ზოგიერთ მათგანს აეროპორტში წითელი ხალიჩითა და საპატიო ყარაულით ხვდებიან(იგულისხმება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი). 

ამ სიტყვებით ეხმაურება ბორის ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობისთვის გასამართლებული ტემირლან ესკერხანოვის გათავისუფლებასა და უკრაინის ფრონტზე გაშვებას რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი.

კომენტარები