უკანასკნელი ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა სულ 11 ადამიანი, ხოლო 37 დაშავდა. რუსეთის ძალებმა დაბომბეს მარკეტი, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა.
9 აგვისტოს 14:56 საათისთვის უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 დაღუპულისა და 37 დაშავებულის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამინისტროს ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და ათზე მეტი მანქანა.
მსხვერპლთან დაკავშირებით თავის ტელეგრამ გვერდებზე დონეცკის ოლქის მეთაური ვადიმ ფილაშკინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერენ.





