9 აგვისტოს ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, რუსეთიდან გამოშვებული 27-ვე დრონი გაანადგურა.
"საჰაერო ძალების რადიოტექნიკურმა შენაერთებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს 27 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი". – ამბობს საჰაერო ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშუკი.
დრონების განადგურების ოპერაციაში ჩართული იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები კიევის, პოლტავის, სუმის, მიკოლაევის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებში.
ოლეშუკის თქმით, ოკუპანტებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან ააფრინეს.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.