რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის ძალების ორი რაკეტის და ოთხივე დრონის ჩამოგდება მოახერხა

რუსული Kh-59 
Українська Правда

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 8 აგვისტოს ღამით, უკრაინამ რუსული ოთხი რაკეტიდან ორის ჩამოგდება და ოთხივე გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალება მოახერხა.

უკრაინის საჰაერო ძალების გავრცელებული ინფორმაციის თანახმა, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში Kh-59 ტიპის და ორი ბალისტიკური ისკანდერ-M ტიპის რაკეტით მიიტანა. ისკანდერის რაკეტების სამიზნე ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთი აღმოჩნდა. თავდასხმის შედეგებთან დაკავშირებით დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია,.

დნიპროპეტროვსკის გუბერნატორის, სერგეი ლისაკის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რაკეტა დნიპროპეტროვსკის რეგიონის თავზე ჩამოაგდო. გუბერნატორის ცნობით დაშავდა 12 წლის ბიჭი და დაზიანდა 2 საცხოვრებელი სახლი.

კომენტარები