რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს - დაიღუპა 2 ადამიანი

ფოტო ვადიმ მილაშკინის ტელეგრამ არხიდან

8 აგვისტოს რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

დაბომბვისა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, ვადიმ მილაშკინი თავის ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

"კონსტანტინოვკას დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რუსებმა დღეს [8 აგვისტოს] დილით დაბომბეს ქალაქი – დაარტყეს კერძო სექტორს". - წერს მილაშკინი.

წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქი არტილერიის ცეცხლით დაბომბეს. თავდასხმის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები