ქართული ოცნება

"ერთ სიბრტყეზე დავაყენებ, ვინც საქართველოსთვის არ იქნება" - რაზმაძე რუსეთსა და დასავლეთზე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ ვინც "საქართველოს შიდა საქმეებში ერევა", ქვეყნის მტერია.

"ჩვენი მტერია, ვინც საქართველოს სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში ერევა". - თქვა რაზმაძემ.

მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ ერევა, რაზმაძემ უპასუხა - "დასავლეთიდან უამრავი, აშშ-დან უამრავი. ამერიკის პოზიცია საერთოდ გაურკვეველია".

ჟურნალისტმა რაზმაძეს ასევე ჰკითხა, რუსეთი და დასავლეთი ერთ სიბრტყეზე უნდა დავაყენოთ თუ არა.

"ერთ სიბრტყეზე დავაყენებ, ვინც საქართველოსთვის არ იქნება". - უპასუხა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ.

კომენტარები