აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

მედია: კამალა ჰარისმა საკუთარი ვიცეპრეზიდენტის კანდიდატად ტიმ უოლზი აირჩია

ტიმ უოლზი  
Jim Vondruska/Getty Images

რამდენიმე დიდი ამერიკული გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტმა, კამალა ჰარისმა საკუთარი ვიცეპრეზიდენტის კანდიდატად მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლზი აირჩია.

60 წლის უოლზი მინესოტის გუბერნატორის პოზიციას მეორე ვადით იკავებს. ამას გარდა ის დემოკრატი გუბერნატორების ასოციაციის თავმჯდომარეა. აქამდე, 12 წლის განმავლობაში უოლზი კონგრესის წევრი იყო. ასევე, ის აშშ-ს ეროვნული გვარდიის ვეტერანი და ყოფილი მასწავლებელია.

ბოლო კვირების განმავლობაში ჰარისის ღია მხარდაჭერით გამოირჩეოდა. სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც ტრამპსა და ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს "უცნაური" (Weird) უწოდა, რომელიც მოგვიანებით ჰარისის კამპანიის განუყოფელი ნაწილი გახდა.

რესპუბლიკური პარტიის ნომინანტის, დონალდ ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვენსია.


გასულ კვირებში ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშებოდა. გასულ დღეებში მან აღნიშნა, რომ ასე მოიქცეოდა, თუ ექიმებისგან შესაბამისი დიაგნოზი იარსებებდა. ამ სიტყვებიდან მალევე გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს Covid-19 დაუდასტურდა.

ბაიდენის მიერ კანდიდატურის დატოვებას წინ უსწრებდა მისი წარუმატებელი დებატები დონალდ ტრამპთან და ასევე სიტყვით გამოსვლა, როცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინი დაუძახა

დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები, მათ შორის უდიდესი შემომწირველი - ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი ამბობდა, რომ მათ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი სჭირდებოდათ.

საპრეზიდენტო კამპანიის დატოვების შემდეგ ბაიდენმა კანდიდატურაზე მხარი ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა.

არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოემბრის დასაწყისში ჩატარდება.

კომენტარები