აშშ-საქართველო

პაპუაშვილი აშშ-ზე: როგორც ჩანს, ვიღაცისთვის დახმარება ზეწოლის ინსტრუმენტია

ძალიან სამწუხაროა, რასაც ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ვხედავთ. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის დახმარება ზეწოლის ინსტრუმენტია. ის, რაც უანგარო გვერდში დგომა გვეგონა, აღმოჩნდა, რომ ეს არის საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტი - და იმ მომენტში, როცა საქართველოსა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებსა და მიმართულებაში რაღაც არ მოეწონათ, ეს ინსტრუმენტი აამოქმედეს, როგორც ზეწოლის მექანიზმი. მეგობრობა და დახმარება ასე არ მუშაობს. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს გადაწყვეტილებაზე, რომ ქვეყანა აჩერებს $95 მილიონზე მეტი ოდენობის დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებელს საქართველოს მთავრობა ნახულობს.

კომენტარები