პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული უკანონობის ნიველირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დააკნინებს პრეზიდენტი სააკაშვილის დამსახურებას ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაგრამ გაართულებს იმ საერთო ევროპულ მომავალზე შეთანხმებას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი, ნამდვილად არ არის - ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე, მაგრამ ჩვენი ვალია, შევთანხმდეთ მომავალზე, რადგან მყარად მჯერა, რომ ეს მომავალი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ევროპულია.
თინათინ ბოკუჩავა
ბოკუჩავა: ზურაბიშვილის განცხადება არ დააკნინებს სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე
tbl.ge/6v35
დაკოპირდა

თქვა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ დღეს, 6 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.
"ძალიან საინტერესოა, როგორ მიყვება ყველა კვალდაკვალ მიშას [სააკაშვილი] ავტორიტარული რეჟიმის ნაბიჯებს". - თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.




