რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში გავანადგურეთ 22 უკრაინული დრონი

რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა
TASS/Sergey Bobilev

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 6 აგვისტოს დილას, საჰაერო ძალებმა 22 უკრაინული დრონი გაანადგურა.

"6 აგვისტოს დილას, 7:00-8:30 შუალედში, რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ შეჩერებულია კიევის რეჟიმის ტერაქტის მცდელობა. თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქში ჩამოაგდო 13 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ბელგოროდში განადგურებულია 9 დრონი". – წერია უწყების ანგარიშში.

ოლქების ადმინისტრაციის განცხადებით იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები