ბულგარული ონლაინ საინფორმაციო გამოცემის, Novinite-ს ინფორმაციით, ბულგარეთი გერმანული IRIS-T SLM-ის ტიპის საშუალო სიშორეზე მოქმედი საზენიტო სისტემების შეძენას აპირებს.
გამოცემის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა ბულგარეთის პარლამენტს წარუდგინა საინვესტიციო დანახარჯების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიიდან IRIS საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენას.
ბულგარეთმა წარადგინა ერთი IRIS-T SLM სისტემის შესყიდვის გეგმა, რომლის საერთო ღირებულებაც 182 114 311 ევროს შეადგენს. გარდა ამისა, განიხილება კიდევ ხუთამდე IRIS-T SLM სისტემის და ერთი IRIS-T SLX გრძელვადიანი სისტემის შეძენაც.