მიხეილ სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს. მისი პირობები კი გაუარესებული არანაირად არ არის. პირიქით, მე ვიტყოდი, რომ გაუმჯობესდა კიდეც. ამ პალატის ფართიც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე აქამდე სადაც იყო. რამდენიმე საათის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზი იყო, რომელიც გუშინვე აღმოიფხვრა და ინტერნეტიც და ტელევიზორიც ჩართული აქვს. ამ ეტაპზე, ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომ სტაციონარში იმყოფებოდეს. სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა. [ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით] ჩვენ არაფერს ვგეგმავთ.
tbl.ge/6v1d
დაკოპირდა
თქვა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში. გუშინ, 4 აგვისტოს, გიული ალასანიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში პალატა შეუცვალეს და მე-8 სართულზე გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის.
ამავე თემაზე
- ბოკუჩავა: ზურაბიშვილის "გამაერთიანებლად" აღქმა ვერ მოხდება, თუ სააკაშვილს არ შეიწყალებს
- სააკაშვილი: ვარსქენ პიტიახშისა და ყორღანაშვილის გენები ივანიშვილში და კალაძეშია
- სააკაშვილი: მზად ვარ, მოწმეების დაკითხვას დავესწრო და ისინი თვალებში ჩახედვით დავკითხო
- ჯაფარიძე: სააკაშვილი დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს
- სააკაშვილი მოსამართლეს: მთელს მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და თქვენ არა, ხომ?!