აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, კალიფორნიელმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ ამერიკულ სატელევიზიო არხთან CBS-სთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, ჯო ბაიდენი "რაშმორის მთის დონის" პრეზიდენტია.
პელოსის სიტყვებს რესპუბლიკელების უკმაყოფილება მოჰყვა.
პელოსი: ის აშშ-ს გამორჩეული პრეზიდენტია, რაშმორის მთის დონის პრეზიდენტი
CBS-ის წამყვანი: ანუ თქვენ ამბობთ, რომ მისი ადგილი რაშმორის მთაზეა? ლინკოლნი და ჯო ბაიდენი.
პელოსი: იქ ტედი რუზველტიც არის, ის შესანიშნავია, არ ვამბობ, რომ იქიდან უნდა მოაშორონ, მაგრამ შეუძლიათ, ჯო ბაიდენი დაამატონ.
რამდენიმე რესპუბლიკელმა, მათ შორის, სამხრეთ დაკოტას გუბერნატორმა, კრისტი ნოემმა და არკანზასის ყოფილმა გუბერნატორმა, მაიკ ჰაკებიმ, მწარედ გააკრიტიკა პელოსი. მათი თქმით, პელოსის იდეა აბსურდულია.
"ნენსი პელოსიმ ახლახან უთხრა CBS Sunday Morning-ს, რომ ჯო ბაიდენი რაშმორის მთაზე უნდა დაამატონ. არ გეხუმრებით. ისეთი ლიბერალი წამყვანიც კი, როგორიც ლეზლი სტალია, შეცბუნდა" - წერს მემარჯვენე ჟურნალისტი, ნიკ სორტორი X-ზე.





