ქუთაისის პარლამენტის შენობა

ქუთაისის პარლამენტის შენობაში მთავრობა ტექნოლოგიურ ჰაბს გახსნის

მთავრობის 1-ელი აგვისტოს განკარგულების მიხედვით, ქუთაისის პარლამენტის შენობაში 2025 წელს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. 

ჰაბის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა. 

ჯამში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის მთავრობა ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარს დახარჯავს. როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ჰაბის გახსნისთვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2024 წელს ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი, ხოლო 2025 წელს 9 მილიონი ლარი გამოეყოფა. 

საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში 2012 წლის ოქტომბერში გადავიდა. მას შემდეგ, რაც 2018 წლეს პლენარული სხდომების ფორმატში მუშაობა პარლამენტმა თბილისში გააგრძელა და, შესაბამისად, საკანონმდებლო საქმიანობამ სრულად გადმოინაცვლა დედაქალაქში, ქუთაისის შენობა პრაქტიკულად უფუნქციოა. 

აქამდე, 2018 წელს მთავრობა შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემას აპირებდა, ხოლო 2019 წელს შენობის გაყიდვას ცდილობდა

პარლამენტის შენობის აშენება 326 მილიონზე მეტი დაჯდა. 

კომენტარები