უკრაინამ ბელგოროდის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბელგოროდის ოლქს მინიმუმ 40-მა უკრაინულმა დრონმა შეუტია.
როგორც გლადკოვი წერს, იერიშის დროს დაშავდა 8 ადამიანი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გარდა ამისა, იერიშის შედეგად დაზიანებულია სამრეწველო ინფრასტრუქტურა და რამდენიმე კერძო სახლი.
უკრაინული მხარე გლადკოვის განცხადებას არ გამოხმაურებია.





